დიდი ბრიტანეთი მზადაა, თხევადი ბუნებრივი აირი ამერიკის შეერთებული შტატებისგან შეისყიდოს და ამ მიზნით მომწოდებლებთან გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმოს. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.
მთავრობის ენერგომომარაგების სამუშაო ჯგუფი ეძებს შეთავაზებებს LNG ექსპორტიორებისგან, რათა ინფორმაცია შიდა მყიდველებს მიაწოდოს. სავარაუდო ხელშეკრულებების ხანგრძლივობა 20 წელია.
„დიდი ბრიტანეთის მოთხოვნები თხევად გაზზე მაშინ გაჩნდა, როდესაც სხვა ევროპული ქვეყნები, ყველაზე ცივ თვეებში გაზის მარაგისა და გრძელვადიან პერსპექტივაში საწვავის წყაროების დივერსიფიკაციას ცდილობენ.
მაგრამ გერმანიის მსგავსი ქვეყნებისგან განსხვავებით, დიდი ბრიტანეთი არ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე, პირიქით, ეყრდნობა საკუთარ წარმოებას. ამასთან, ბრიტანეთი თხევად გაზს ნორვეგიისგან წყალქვეშა მილსადენებით იღებს“, - წერს Bloomberg.