პენტაგონი: საქართველოსთვის 26 ტონა უსაფრთხოების დახმარების მიწოდება, ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება

ექსკლუზივი

Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი განმარტავს, რომელი პროგრამის ნაწილია, 22 სექტემბერს, საქართველოსთვის 11.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობის გადაცემა.

„26 ტონა უსაფრთხოების დახმარების მიწოდება პირველ რიგში, პარტნიორთა შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის (Building Partner Capacity Section 333 Program) (10 USC $ 333) დაფინანსებული დახმარებაა.

პარტნიორთა შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამა დიდი ხანია, ემსახურება პარტნიორობის დამყარებას უცხო ქვეყნებთან და წვრთნისა და აღჭურვილობის უზრუნველყოფის გზით, პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობების გაზრდას“, - განუცხადა Europetime-ს პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 


ამერიკის საელჩომ 22 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ძალებს 11.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა.

რა არის Building Partner Capacity Section 333 Program - უფრო მეტი პროგრამის შესახებ

თავდაცვის მდივანი უფლებამოსილია, განახორციელოს ან მხარი დაუჭიროს პროგრამას ან პროგრამებს ერთი ან მეტი უცხო ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ძალებისთვის სწავლებისა და აღჭურვილობის უზრუნველსაყოფად, ამ ძალების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით განახორციელონ ერთი ან მეტი შემდეგი აქტივობა:

  • კონტრტერორისტული ოპერაციები
  • მასობრივი განადგურების ოპერაციების საწინააღმდეგო იარაღი
  • კონტრტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის ოპერაციები
  • საზღვაო და სასაზღვრო უსაფრთხოების ოპერაციები სამხედრო დაზვერვის ოპერაციები
  • ოპერაციები ან აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს საერთაშორისო კოალიციის ოპერაციას, რომელიც მდივნის მიერ არის განსაზღვრული, შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების შესაბამისად.