მიკოლაივის რეგიონში, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა ირანული წარმოების კამიკაძე-დრონები გაანადგურეს. ამის შესახებ საჰაერო ძალების სარდლობამ განაცხადა.
„22 სექტემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, მიკოლაევის რეგიონში, ოდესის საზენიტო სარაკეტო ბრიგადის სამხრეთის საჰაერო სარდლობის მეომრებმა ერთდროულად ჩამოაგდეს ოთხი (Shahed-136) კამიკაძე-დრონი, რომელიც ირანის მიერ არის წარმოებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.