ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინაში ომის დასრულებას, პუტინის რეჟიმის დასრულებასთან არ ვაკავშირებ

დასრულდება თუ არა ომი მაშინ, როდესაც პუტინის რეჟიმი დასრულდება, უკრაინის პრეზიდენტმა გერმანული მედიის ამ შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, პუტინის რეჟიმი დაემხობა, თუმცა ამას რუსი ხალხი წყვეტს. აქვე ზეელნსკი კითხვას სვამს ვინ მოვა მის ნაცვლად და ამბობს, რომ საქმე ხალხში არ არის, საქმე რეჟიმის ფილოსოფიაშია, ძალაუფლების შენარჩუნების ფილოსოფიაში, უკრაინისადმი დამოკიდებულების ფილოსოფიაში. 

„თუ არ შეცვლიან დამოკიდებულებას, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მის ადგილას – ახალგაზრდა თუ ხანდაზმული“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ჟურნალისტმა ზელენსკის ჰკითხა, იზიარებს თუ არა ევროკომისიის პრეზიდენტის პოზიციას, რომ არავის უნდა უხაროდეს ადამიანის სიკვდილი. ლაიენის ეს პასუხი მოჰყვა შეკითხვას, გაუხარდებოდა თუ არა მას პუტინის სიკვდილი.

„ამას არ ვეთანხმები. მე განსხვავებული აზრი მაქვს რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის და ჩვენს მიწაზე მოსული რუსი სამხედროების მიმართ. აქ მე არ მჭირდება არანაირი დიპლომატიის ძიება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

„მე მათ კარგს ნამდვილად ვერ ვუსურვებ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.