უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებმამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, „პროპაგანდისტული მარკებით“ სავსე გამოსვლის შემდეგ, გაეროს სესია მაშინვე დატოვა.
„მე შევამჩნიე, რომ რუსი დიპლომატები ისევე ოსტატურად გარბიან, როგორც რუსი ჯარისკაცები“, - თქვა კულებამ.
აღსანიშნავია, რომ ლავროვმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც უკრაინაში არსებულ ვითარებას ეძღვნება, საათნახევრით დაიგვიანა. თავის გამოსვლაში ლავროვმა განაცხადა, რომ „უკრაინა საბოლოოდ გადაიქცა ნეონაცისტური ტიპის ტოტალიტარულ სახელმწიფოდ“.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმ რუს მაღალჩინოსანთა შორისაა, რომელთა წინააღმდეგ აშშ-ს პერსონალური სანქციები აქვს დაწესებული. რუსმა დიპლომატმა აშშ-ის ვიზა ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე დასასწრებად მიიღო.