რუმინეთი, NATO-ს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის (DCB) ფარგლებში, მოლდოვის, უკრაინის, საქართველოსა და იორდანიის თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად $1,4 მილიონს აშშ დოლარს გამოუყოფს.
რუმინეთი სატრასტო ფონდიდან, თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად $600 ათას დოლარს მოლდოვას, $400 000 უკრაინას, $300 000 საქართველოს და იორდანიას $100 000 გადასცემს.
„გადაწყვეტილება შეესაბამება რუმინეთის საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების ინტერესებს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების მიზნით, განსაკუთრებით მოლდოვას რესპუბლიკის, უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკური გზის მხარდაჭერის კუთხით“, - ნათქვამია მთავრობის გადაწყვეტილებაში.