დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8286 ლარი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ამასთან, კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8372 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0086 ლარი შეადგინა.
"ევროს, კურსი 2.7618 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8037 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0419 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.