უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ოლექსი მაკეევი დანიშნა. Ukrinform-ის ცნობით, შესაბამისი განკარგულება, No662/2022, პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ზელენსკიმ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან ანდრი მელნიკი 2022 წლის ივლისში გაათავისუფლა.