რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, პოლონეთმა Baltic Pipe-ს გაზსადენის მშენებლობა დაასრულა.
გასადენი სავარაუდოდ მომავალ სამშაბათს გაიხსნება. ცერემონიას სამი ქვეყნის: ნორვეგიის, დანიისა და პოლონეთის წარმომადგენლები დაესწრებიან.
Baltic Pipe ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის ნორვეგიიდან დანიის და პოლონეთის ბაზრებზე და მეზობელ ქვეყნებში საბოლოო მომხმარებლებისთვის, ახალ მარშრუტს ქმნის.
გაზსადენით პოლონეთუ ყოველწლიურად 10 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირის მიიღებს. Baltic Pipe-ის მიზანია ცენტრალური ევროპის ქვეყნების რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება.
პროექტის ინვესტორები არიან სატრანსპორტო ოპერატორები: Danish Energinet და Polish Gaz-System.