დასავლეთის ქვეყნებმა $300-დან $500 მილიარდამდე რუსული აქტივები გაყინეს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა ამ აქტივების კონფისკაციისთვის, ახალი საერთაშორისო შეთანხმების მიღებას ლობირებს.
„უკრაინის სასარგებლოდ აქტივების კონფისკაციისთვის, ჩვენ ეროვნული კანონმდებლობის შეცვლის საკითხს განვიხილავთ. აგრესორმა უნდა გადაიხადოს თავისი ფასი და მისი სახსრები, ჩვენი ფართომასშტაბიანი აღდგენისთვის მთავარი რესურსი უნდა გახდეს", - განაცხადა შმიგალმა.