პეკინის აეროპორტმა 6000-ზე მეტი შიდა და საერთაშორისო რეისი გააუქმა. ამასთან, შანხაის საერთაშორისო აეროპორტებში (Pudong International Airport) ფრენების 50 პროცენტზე მეტი გაუქმებულია. ასევე, ჩქაროსნულ მატარებელზე გაყიდული ყველა ბილეთი გაუქმებულია და რკინიგზის მუშაობა სრულად გაჩერებულია შემდგომ შეტყობინებამდე.
ოფიციალური განმარტება არ გაკეთებულა.
მედიის ცნობით, რეისების გაუქმების მიზეზი ძირითადად, ჩინეთის ბევრ პროვინციაში ეპიდვითარების გაუარესებას უკავშირდება. გამომძიებელი ჟურნალისტები კი წერენ, რომ „ფრენების ასეთი მასობრივი გაუქმება სამხედრო დირექტივა უნდა იყოს“.
„საჰაერო მოძრაობის კონტროლის უფლებამოსილება ჩინეთის სამხედროებს აქვთ, რომლებიც თავის მხრივ, მითითებებს აძლევენ სამოქალაქო ავიაციის მენეჯმენტს.
საჰაერო სივრცე გამოყოფილია ისე, რომ სამხედრო თვითმფრინავებს სურვილისამებრ შეეძლოთ ფრენა. ეს არის სამხედრო გეგმის, ან თუნდაც სამხედრო მომზადების ნაწილი“, - წერს ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელიც მისი საგამოძიებო მასალების გამო, დევნის ობიექტი გახდა და ახლა აშშ-ში ცხოვრობს.