ირანში, მიმდინარე საპროტესტო აქციებს, სულ მცირე, 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„ქვეყანაში ბოლოდროინდელი არეულობის დროს დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა“, -ნათქვამია მედიის მიერ გავრცელბულ ინფორმაციაში.
ამასთან, ირანის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, საპროტესტო აქციებს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და მათ შორის 5 სამართალდამცავია.
შეგახსენეთ, რომ ირანში 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ საპროტესტო აქციები 16 სექტემბერს დაიწყო.