ვლადიმერ პუტინის ბოლო განცხადება ნაწილობრივი მობილიზაციისა და ბირთვული შანტაჟის შესახებ მის სიძლიერზე კი არა, პანიკაზე მეტყველებს, ეს კი უკრაინას შესაძლებლობის ფანჯარას უხსნის. ამის შესახებ The Economist-ი წერს.
მასალის ავტორების თქმით, დრო რუსეთის პრეზიდენტის მხარეს არ არის. მაგალითად, ნაწილობრივ მობილიზაციასაც კი აქვს თავისი ნიუანსი.
„საჭირო არაა რეზერვისტებს ასწავლონ ზუსტი სროლა, თუმცა მათ უნდა ასწავლონ ახალ ეკიპირებასთან მოპყრობა და ახალ პირობებთან შეგუება. თუ მათ ბრძოლის ველზე მალე გაიყვანენ, მასობრივად დაიღუპებიან. ისინი უნდა ჩაერთონ არსებულ საჯარისო განყოფილებებში, რომლებიც ომისგან გადაიღალნენ. ეს რუსეთს თავისი საზღვრების დაცვას გაუადვილებდა. ან რუსეთი აღარ გადადგამდა ახალი შეტევისთვის ნაბიჯებს“, - წერს გამოცემის ჟურნალისტი.
21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.