უკრაინის ომისა და მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს, რუსეთის ქალაქებში 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, იუწყება OVD-Info.
მოსკოვის დროით 19:06 საათისთვის პროექტი, რუსეთის 32 ქალაქში 707 დაკავებულის შესახებ იუწყებოდა.
OVD-Info-ს ცნობით, მოსკოვში (300-ზე მეტი ადამიანი), სანკტ-პეტერბურგში (100-ზე მეტი) და ნოვოსიბირსკში (დაახლოებით 70) ადამიანი დააკავეს.
საპროტესტო აქციები, რუსეთის ქალაქებში 21 სექტემბერს დაიწყო.
1 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.