იტალიური ენერგეტიკული კომპანია Eni, ზამთარში რუსული გაზის 50%-ზე მეტის ჩანაცვლებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა კლაუდიო დესკალზიმ განაცხადა.
„2022-2023 წლების ზამთარში ჩვენ შევძლებთ რუსული გაზის 50%-ზე მეტის ჩანაცვლებას, 2023-2024 წლებში კი ეს მაჩვენებელი 80% იქნება, მაგრამ ამისთვის რეგაზიფიკატორებია საჭირო“, - განაცხადა დესკალზიმ.
მისი თქმით, 2024 წლის ზამთრისთვის იტალიური კომპანია რუსული გაზის ჩანაცვლებას სრულად გეგმავს. დესკალზის თქმით, ალჟირიდან გაზის მიწოდება გარანტირებულია და დღეში 83-85 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.