რუსეთის ჯარის მეთაურებს არ აინტერესებთ თავისი მოქალაქეების სიცოცხლე. ამ ადამიანებმა უბრალოდ უნდა შეავსონ ცარიელი ადგილები, დაღუპული, დაჭრილი, გაქცეული ან დატყვევებული რუსი ჯარისკაცების შემდეგ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცახდა.
„ვინ შეავსებს ამ ადგილებს, რუსეთის მთავრობას არ აინტერესებს. თუნდაც, ახალგაზრდა IT სპეციალისტები, რომლებიც საერთოდ არ მსახურობდნენ, თუნდაც პენსიონერები, რომლებიც მხოლოდ საბჭოთა ჯარში მსახურობდნენ. ახლა არის გადამწყვეტი მომენტი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის, გადაწყვიტონ, დასრულდება თუ არა მათი ცხოვრება.
რეზერვისტად გაწვევაზე უარის თქმა სჯობს, უცხო ქვეყანაში ომის დამნაშავედ სიკვდილს.
სჯობს, ამ კრიმინალურ მობილიზაციას გაექცეთ, ვიდრე დაშავდეთ და მერე აგრესიულ ომში მონაწილეობისთვის, სასამართლოს წინაშე პასუხი აგოთ.
სჯობს, ჩაბარდეთ უკრაინელებს ტყვედ, ვიდრე ჩვენი იარაღის დარტყმის ქვეშ დაიღუპოთ. ჩვენი ბრძოლა აბსოლუტურად სამართლიანია, რადგან უკრაინა ამ ომში თავს იცავს. ჩვენ ვიცავთ ყველაზე ნათელს, ვიცავთ ჩვენს სიცოცხლეს, ჩვენს შვილებს, ჩვენს თავისუფლებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.