აზერბაიჯანმა სომხეთს, სამშვიდობო შეთანხმების პროექტის განსახილველად, შეხვედრის ადგილი და დრო შესთავაზა. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე გამოსვლისას განაცხადა.
ბაირამოვის თქმით, ბრიუსელის ბოლო შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანმა გამოხატა მზადყოფნა, რომ მხარეებს სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა დაეწყოთ.
„ორი დღის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა გაეროს 77-ე გენერალურ ასამბლეაზე. სამწუხაროდ, მისმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სომხეთი კვლავ მოწოდებულია გააგრძელოს კონფრონტაცია და არ სურს ურთიერთობების ნორმალიზება", - განაცხადა მინისტრმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი, თავის მხრივ, მიზნად ისახავს პოსტკონფლიქტურ ნორმალიზებას, „რათა ავაშენოთ უკეთესი მომავალი ახალი თაობებისთვის“, - აღნიშნა ბაირამოვმა.
ცნობისთვის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო.