პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ღრმა კრიზისშია, ხოლო ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ხარკოვის ოლქში ბოლო მარცხის შემდეგ, კუთხეშია მომწყვდეული.
პოლონეთის პრემიერის თქმით, მასიური გარე და შიდა ზეწოლის პირობებში, კრემლის რეჟიმი შესაძლოა, დაეცეს.
„უახლოეს მომავალში, შეიძლება, ველოდოთ ძალადობის ესკალაციას და რუსული აგრესიის ტალღებს“, - განაცხადა მორავეცკიმ.
მისივე თქმით, კრემლის პოლიტიკა რასისტულად გამოიყურება.
„პუტინმა, ფრონტზე „ძირითადად, რუსეთის შორეული რეგიონებიდან გაგზავნა აზიური უმცირესობების წარმომადგენლები“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.
6 სექტემბერს, უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში, ბალაკლეაში სწრაფი წინსვლა დაიწყეს, რის შედეგადაც ერთი კვირის განმავლობაში, ხარკოვის ოლქის უმეტესი ნაწილი გაათავისუფლეს.