სახელმწიფო სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ იზიუმში, ჯამში, 447 ცხედარია ნაპოვნი.
16 სექტემბერს, ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ ქალაქ იზიუმის მახლობლად, მშვიდობიანი მოქალაქეების, დაახლოებით 445 საფლავი აღმოაჩინეს.
მისივე ინფორმაციით, 99%-ს ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები აღენიშნებოდა.
უკრაინულმა ძალებმა, ქალაქი იზიუმი დაახლოებით, ორი კვირის წინ გაათავისუფლეს.
Maxar Technologies-მა იზიუმის მასობრივი სამარხების სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა