28 სექტემბრიდან, რუსეთი, წვევამდელი ასაკის კაცებს ქვეყნის დატოვებას აუკრძალავს. დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალების, Meduza-ს თანახმად, აკრძალვა ძალაში შედის, უკრაინის ოთხ ოკუპირებულ რეგიონში ყალბი რეფერენდუმის დასრულების შემდეგ.
21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე) 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.