უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მოქალაქეების იძულებით გაწვევა, არალოიალური მოსახლეობისგან რეგიონის გაწმენდას ნიშნავს.
„ყირიმელი თათრების მასობრივი მობილიზაცია ყირიმში - ეს არის ნამდვილი გენოციდი ეთნიკური ნიშნით და უზარმაზარი ტრაგედია მთელი ერისთვის“, - წერს მიხაილ პოდოლიაკი Twitter-ზე.