ამერიკის შეერთებული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პირადად განუცხადა კრემლს, რომ უკრაინაში, ბირთვული იარაღის გამოყენებას, რუსეთისთვის „კატასტროფული შედეგები“ მოჰყვება, ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
სალივანის თქმით, აშშ-მ საჯაროდ, მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია, რომ „გადამწყვეტად იმოქმედებდა“, თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს და რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ქვეყნისა და მისი დემოკრატიის დასაცავად“.
„ეს ბირთვული საფრთხეები არის საკითხი, რომელიც სერიოზულად უნდა მივიღოთ“, - განაცხადა სალივანმა CBS-სთან ინტერვიუში.
- „ჩვენ უშუალოდ, პირადად ძალიან მაღალ დონეზე გვქონდა კომუკაცია კრემლთან იმის შესახებ, რომ ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება, რუსეთისთვის კატასტროფულ შედეგებს მოიტანს“, - განაცხადა ჯეიკ სალივანმა.
21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.