მძიმედ დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცებს ისრაელში უმკურნალებენ. ამის შესახებ ისრაელის ელჩმა უკრაინაში, მაიკლ ბროდსკიმ განაცხადა.
„ისრაელი მიიღებს 20 უკრაინელ ჯარისკაცს, რომლებიც საომარი მოქმედებების დროს მძიმედ დაიჭრნენ“, - განაცხადა ელჩმა.
დაჭრილი ჯარისკაცების ტრანსპორტირებას უკრაინულ მხარესთან კოორდინაციით, ისრაელის საელჩო მოახდენს.