ხარკოვის რეგიონში, ახლახან დეოკუპირებულ იზიუმში, კიდევ ორი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, სადაც ასობით ცხედარია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.
„წარმოიდგინეთ, რამდენიმე დღის წინ იქ ვიყავი. იზუმში აღმოაჩინეს დიდი მასობრივი საფლავი. დღეს მე მივიღე მეტი ინფორმაცია. ჩვენ ვიპოვეთ კიდევ ორი მასობრივი საფლავი, სადაც ასობით ადამიანის ცხედარია. გარდა იმისა, საიდანაც 447 გარდაცვლილის ცხედარი ამოასვენეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, 15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმთან, ტყეში 440-მდე მოკლული ადამიანის სამარხია აღმოჩენილი.