რამდენიმე ცხედარს ხელები ზურგს უკან აქვს შეკრული, ერთ ადამიანს კი, კისერზე თოკი ქონდა მობმული - რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი სამარხიდან 99%-ს ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები აქვს, - ამის შესახებ ხარკოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა ტელეგრამარხში დაწერა.
- ჯოზეფ ბორელი იზიუმში მასობრივ სამარხებზე: რუსული ძალების ეს არაადამიანური ქმედებები, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
- გაერო იზიუმში, მასობრივი სამარხის მტკიცებულებების გადასამოწმებლად მისიას აგზავნის
- ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი ყველგან სიკვდილს ტოვებს და ამისთვის პასუხი უნდა აგოს
"რამდენიმე ცხედარს ხელები ზურგს უკან აქვს შეკრული, ერთ ადამიანს კი, კისერზე თოკი ქონდა მობმული. აშკარაა, რომ ეს ადამიანი აწამეს და სიკვდილით დასაჯეს. დაკრძალულთა შორის არიან ბავშვებიც“, – აღნიშნავს სინეგუბოვი.
- ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი: რუსები სამხედრო დანაშაულებს სჩადიან ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე
- მიხაილო პოდოლიაკის თქმით, დასავლეთი შესაძლოა, იძულებული გახდეს, კიევს მეტი იარაღი მიაწოდონ
შეგახსენებთ, 15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმთან, ტყეში 440-მდე მოკლული ადამიანის სამარხია აღმოჩენილი.