რუსული მედიის ცნობით, სოჭში ბელორუსისა და რუსეთის პრეზიდენტების ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დაიწყო.
პუტინი 15-16 სექტემბერს სამარყანდში (უზბეკეთი) ჩავიდა შანკო-ს სამიტზე დასასწრებად. რუსეთის პრეზიდენტმა რამდენიმე შეხვედრა გამართა ორგანიზაციის სხვა წევრი ქვეყნების ლიდერებთან და მათ შორის ლუკაშენკოსაც შეხვდა.