მივესალმები იმას, რომ საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის წესი გაწერა - ლომჯარია

მივესალმები იმას, რომ საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის წესი გაწერა, - ამის შესახებ მოქმედმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

„მივესალმები იმას, რომ საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის წესი გაწერა. ეს იყო ჩვენი ძალიან დიდი ხნის მოთხოვნა. თუმცა, ცუდია, რომ ეს წესი არის ერთჯერადი. ყველა საერთაშორისო სტანდარტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს მუდმივმოქმედი წესი. რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი არის ის, რომ არჩეული იყოს რეალურად დამოუკიდებელი, კვალიფიციური კანდიდატი“, - აცხადებს ლომჯარია.

ცნობისთვის, 2017 წლის, 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა.  მოქმედ ომბუდსმენს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურებ

ლომჯარია 2016 წლის 4 ნოემბრიდან, 11 თვის განმავლობაში, გენერალური აუდიტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე იგი არასამთავრობო ორგანიზაციას – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა.