ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა, რომ ლიეტუვამ უკრაინას 50 ჯავშანტრანსპორტიორი M113 უკვე გადასცა და შემდგომი სამხედრო მხარდაჭერის განხილვისას NATO-ს მოკავშირეებთან კონსულტაციები საჭირო იქნება.
რაც შეეხება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, არვიდას ანუსაუსკასის თქმით, ლიეტუვა ამ პროცესს განაგრძობს.
„შეგახსენებთ, რომ ფაქტობრივად სამი დღის წინ ჩვენი ჯავშანტექნიკა, რომელიც გავგზავნეთ, უკრაინაში ჩავიდა“, - ამის შესახებ ანუსუსკასმა ჟურნალისტებს, სახელმწიფო თავდაცვის საბჭოს (DSO) სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.