ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ მთავრობამ გადაწყვიტა უკრაინაში ჯავშანტრანსპორტიორის ორი ტვირთის გაგზავნა. პირველი პარტია კიევში მალე ჩავა.
„პირველ პარტიას კიევი უახლოეს მომავალში მიიღებს. თავად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკეთ იციან, როგორ გამოიყენონ ეს სამხედრო დახმარება საუკეთესოდ", - განაცხადა ლანდსბერგისმა ირლანდიელ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
გასულ კვირას ლიეტუვამ უკრაინითვის ჰაუბიცების გადაცემის შესახებ განაცხადა. ამასთნ, აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიეტუვა უკრაინისთვის 37 თვითმფრინავს შეისყიდის.