აშშ უკრაინას დახმარების სახით $12 მილიარდს გამოუყოფს. კონგრესმა „დამატებითი ხარჯების კანონპროექტში“ ეს თანხა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნის საფუძველზე შეიტანა. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ამ საკითხზე აშშ-ის კონგრესში შეთანხმება მიღწეულია, რომ უკრაინას დამატებით $12 მილიარდის დახმარება გამოუყონ.
კვირის ბოლოს, პარასკევს აშშ-ის კონგრესი მიიღებს კანონს ხარჯების შესახებ, რომელშიც მთავრობის პროგრამებიც შევა.