საფრანგეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი დიეგო კოლასი საქართველოს ოქტომბერში დატოვებს. შესაბამისი ინფორმაცია მან თავად გაავრცელა.
„ჩემი ვადის ამოწურვის დრო მოდის. ვგეგმავ, ოქტომბრის შუა რიცხვებში დავასრულო ჩემი ვადა საქართველოში, რათა დავიკავო ახალი თანამდებობა პარიზში, ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროში იურიდიულ საკითხთა დირექტორად.
ჩემთვის ეს დიდი პატივია ამ თანამდებობაზე დასახელება. დიდი პატივისცემა მაქვს ამ განყოფილების მიმართ, სადაც ჩემი კარიერის თითქმის ნახევარი გავატარე.
გარდა ამისა, აგრესიის და დანაშაულის ასეთ დროს, მე მჯერა, რომ ბრძოლა საერთაშორისო სამართლის, ევროპული სამართლის, ფუნდამენტური უფლებებისთვის, კანონის უზენაესობისთვის, ჩვენი დიპლომატიის ცენტრშია.
- Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ დიეგო კოლასთან: თუ მეკითხებით, უნდა იყოს თუ არა დასავლეთი უფრო მეტად წარმოდგენილი კავკასიაში, მე გპასუხობთ - დიახ
ეს მელანქოლიური მომენტიც არის, რადგან ემოციების გარეშე ვერ დავტოვებ მშვენიერ საქართველოს, მის ხალხსა და ისტორიას, მის ქალაქებს, მთებსა და ვენახებე და ჩემს არაჩვეულებრივ გუნდს, რომელთან ერთადაც ბევრი სირთულე გადავლახე“, - აცხადებს დიეგო კოლასი.