ელჩი კელი დეგნანი და ამერიკელი სამხედროები საქართველოში პატივს მიაგებენ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას. ამის ამსახველ ფოტოსა და ტექსტს ამერიკის საელჩო ავრცელებს და აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი კვლავაც ურყევია.
„სოხუმის დაცემიდან 29 წლის შემდეგაც იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა. ეს არის ტკივილი, რომელიც ათობით ათასი მსხვერპლის საყვარელ ადამიანთა გულებში დარჩა და ტკივლი, რომლითაც ასობით ათასი დევნილი ყოველდღე ცხოვრობს.
მათ თვალებში ყოველთვის ვხედავთ, რომ ასე ახლოს და ასე შორსაა მათი სახლი. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.