არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე სამი კანდიდატი დაასახელეს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე სამი კანდიდატი: ნაზი ჯანეზაშვილი, გიორგი ბურჯანაძე და ანა აბაშიძე დაასახელეს. ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ადამიანს ჰქონოდა უფლებადაცვით საქმიანობაში 5 წლის გამოცდილება. ის არ უნდა ყოფილიყო პარტიული, არც ამჟამად და ბოლო 5 წლის განმავლობაში მას არ უნდა დაეკავებინა რაიმე პოლიტიკური თანამდებობა ან ყოფილიყო რომელიმე პარტიის წევრი. ჩავატარეთ სხვადასხვა პროცედურები, მათ შორის კენჭისყრა და შეირჩა 3 კანდიდატი. ესენი არიან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პირები და ადამიანის უფლებათა დაცვაში ცნობილი ადამიანები. ესენი არიან- ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი“, - განაცხადა ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ.


ცნობისთვის, 2017 წლის, 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა.  მოქმედ ომბუდსმენს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურებ

ლომჯარია 2016 წლის 4 ნოემბრიდან, 11 თვის განმავლობაში, გენერალური აუდიტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე იგი არასამთავრობო ორგანიზაციას – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა.