ზემო ლარსის საზღვარზე, მობილიზაციას დაქვემდებარებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები გაწვევის უწყებებს უკვე იღებენ. ამის შესახებ კრემლის კონტროლირებად მედიას ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურისა და მთავრობის პრესსამსახურში განუცხადეს.
ზემო ლარსზე სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისის სამობილიზაციო პუნქტის განლაგების გეგმის შესახებ, ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დილით განაცხადა.
21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.