გერმანია არაბეთის გაერთიანებული საამიროდან თხევად გაზს მიიღებს. გერმანიის კანცლერის შოლცის ვიზიტის დროს, ამ წლის ბოლომდე პირველადი მიწოდების შესახებ კონტრაქტი დაიდო.
„სპარსეთის ყურის ქვეყნებში კანცლერის ოლაფ შოლცის ვიზიტის დროს, ესენში დაფუძნებულმა ენერგეტიკულმა კომპანიამ - RWE, 137,000 კუბური მეტრი LNG-ის პირველადი მიწოდების მიზნით, კონტრაქტი გააფორმა.
RWE-ს ცნობით, ხელმოწერილია მემორანდუმი მრავალწლიანი მიწოდებისთვის 2023 წლიდან.