ალან გაგლოევმა ოკუპირებულ ცხინვალში საბრძოლო მზადყოფნის დონის შენარჩუნება მოითხოვა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 27 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების საბჭოს ოპერატიული სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც ალან გაგლოევმა ოკუპირებულ ცხინვალში საბრძოლო მზადყოფნის დონის შენარჩუნება მოითხოვა.

ამის შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს.

26 სექტემბერს დე ფაქტო „სამხრეთ ოსეთის“ თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია მათ არ შეეხებათ.

25 სექტემბერს, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელმა მედიარესურსმა Meduza-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრემლი განიხილავს არამხოლოდ რუსეთის მოქალაქეების, არამედ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მოქალაქეების მობილიზებას უკრაინაში ომისთვის, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ Meduza-ს განუცხადა.