ევროკავშირი წევრი ქვეყნებისთვის მობილიზაციას გამოქცეული რუსი მოქალაქეების მისაღებად და მათთვის თავშესაფრის მისაცემად რეკომენდაციებს ამზადებს. მედიის ცნობით, ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა ერიკ მამერმა განაცხადა.
მისი თქმით, თავშესაფრის მისაღებად საზღვარზე მისვლა საკმარისი არ არის და მნიშვნელოვანია თავშესაფრისთვის ოფიციალური განაცხადის წარდგენა.
ერიკ მამერის თქმით, ევროკავშირი წევრი სახელმწიფოების ვალდებულებაა, ეს განაცხადები განიხილონ.
21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.