უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის ახალი ფრანგული „კეისრის“ თვითმავალი ჰაუბიცების გადაცემის კუთხით, წინსვლა არსებობს. უკრაინული მედია წერს, რომ უმაღლეს დიპლომატს ეჭვი არ ეპარება, რომ მხარეები ერთობლივი ძალისხმევით, წარმატებას მიაღწევენ და ეს დამატებით გააძლიერებს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს.
„ჩვენ ვგრძნობთ საფრანგეთის ყოველდღიურ მხარდაჭერას როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დონეზე.
ამ მხრივ, ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი უკრაინისთვის ახალი, „კეისრის“ ჰაუბიცებით მიწოდების საკითხის გადასაჭრელად, რომლებმაც უკვე აჩვენეს მაღალი ეფექტიანობა ბრძოლის ველზე“, - განაცხადა კულებამ საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრთან კატრინ კოლონასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
ინფორმაციისთვის, CAESAR - ფრანგული წარმოების 155 მმ თვითმავალი ქვემეხი-ჰაუბიცა, დამონტაჟებული 6x6 სატვირთო შასიზე. ფრანგული არმიისთვის შექმნილი ეგზემპლარები იყენებს Renault Sherpa 10 შასის, ხოლო საექსპორტო ვარიანტი 6x6 Unimog U2450L შასის. CAESAR-ის კონცეფცია შექმნა კომპანია GIAT Industries-მა.