ლატვიამ, რუსეთის საზღვართან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ლატვიის მთავრობამ მოსკოვის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის გამო, რუსეთთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სპეციალური რეჟიმი 28 სექტემბრიდან ამოქმედდა და სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება,  ნათქვამია მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის ალუქსნეს, ბალვისა და ლუძას რაიონებში იმოქმედებს. რეჟიმი ასევე ვრცელდება პორტებზე, აეროპორტებზე, სასაზღვრო პუნქტებსა და რკინიგზაზე.

ლატვიის ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შემცირების მიზნით, პედეძის სასაზღვრო პუნქტს ხურავს. ქვეყნის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა საზღვრის გადაკვეთაზე რუსეთის მოქალაქეების ზედამხედველობის გაძლიერების შესახებ, ბრძანება მიიღო.

მანამდე ლატვიამ გადაწყვიტა ჰუმანიტარული ვიზები რუსეთის იმ მოქალაქეებზე არ გასცენ, რომლებსაც სურთ ჯარში გაწვევის თავიდან აცილება ან საზღვრის გადაკვეთა, თუ უკვე აქვთ შენგენის ვიზა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება „უსაფრთხოების მოსაზრებებით“ ახსნა.

იმავდროულად, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ბულგარეთის შემდეგ, მის მოქალაქეებს რეკომენდაცია მისცა, დატოვონ რუსეთი და თავი შეიკავონ ქვეყანაში მოგზაურობისგან.