გამოცემა Ekhokavkaza წყაროებსზე დაყრდნობით წერს, რომ ბელორუსის ავტორიტარული ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
სოციალური ქსელები აქვეყნებენ ვიდეომასალას, სადაც საგზაო პოლიციის მანქანების თანხლებით აფხაზეთში ავტოკოლონა მოძრაობს.
ტელეგრამის არხი AMPA-life წერს, რომ „მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტთის ავტოკოლონიამ უკვე გაიარა გაგრა“.
26 სექტემბერს ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, სამუშაო ვიზიტით სოჭში ჩავიდა.