მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მიიჩნევს, რომ რუსეთსა და უკრაინის ფართომასშტაბიანი ომის ფონზე, მოლდოვის ნეიტრალიტეტის დარღვევის დიდი რისკი არსებობს და ქვეყანა თავის დაცვა უნდა შეძლოს.
„მოლდოვის რესპუბლიკამ კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ ნეიტრალური ქვეყანაა, ამიტომ ეს არ ნიშნავს სამხედრო ბლოკში გაწევრიანებას. ნეიტრალიტეტი მოქმედებს მანამ, სანამ მას სხვები პატივს სცემენ", - აცხადებს მოლდოვის პრეზიდენტი.
„თუ სხვა ქვეყნები არ პატივს სცემენ ჩვენს ნეიტრალიტეტს, მაშინ შესაძლოა დაგვესხნენ და მზად უნდა ვიყოთ თავის დასაცავად. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ნეიტრალიტეტის უპატივცემულობის რისკი ძალიან მაღალია", - აღნიშნა სანდუმ.
დნესტრისპირეთში ვითარებასთან დაკავშირებით, სანდუმ თქვა, რომ ჯერჯერობით „არ არსებობს იმის რისკი, რომ იქ ფსევდორეფერენდუმი მოეწყოს, როგორც ამას რუსეთი უკრაინაში აკეთებს“.
„მაგრამ ცხადია, რომ რასაც რუსეთი დღეს უკრაინაში აკეთებს, არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ეს ყველას უნდა გვაწუხებდეს“, - განაცხადა სანდუმ.