მინსკის სასამართლომ Belteleradiocompany-ის (BTRC) ყოფილ თანამშრომელს ქსენია ლუცკინას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ ჟურნალისტი ცდილობდა, შეექმნა საჯარო ბელორუსული ინტერაქტიული ტელევიზია, რათა „დაემალა და დაემახინჯებინა რეალური ფაქტები, მოეხდინა საპროტესტო აქტივობის ესკალაცია, ბელორუსის საზოგადოებაში განხეთქილების და ხალხის უარყოფითი აზრის სტიმულირება სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის შესახებ“.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის განცხადებით, სახელმწიფო ტელევიზიის ყოფილი ჟურნალისტის, ქსენია ლუცკინას წინააღმდეგ გამოტანილი მკაცრი განაჩენი გვიჩვენებს ბელორუსის ხელისუფლების დაუნდობლობას იმ ადამიანების მიმართ, ვინც 2020 წლის ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით დარბევის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია“.
CPJ-მ ვერ შეძლო, დაუყოვნებლივ დაედგინა, აპირებს თუ არა ლუცკინა განაჩენის გასაჩივრებას.
2021 წლის დეკემბრის მონაცემებით, ბელორუსი მსოფლიოში მეხუთე ციხეში, სადაც სულ მცირე 19 ჟურნალისტი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.