Tesla-სა და Space X-ის დამფუძნებელი ილონ მასკი, $251 მილიარდის ქონებით, ჟურნალ Forbes-ის 400 უმდიდრესი ბიზნესმენის სიაში, პირველად დაწინაურდა.
ამის შესახებ Forbes წერს.
წლის განმავლობაში მასკი 32%-ით ანუ $60,5 მილიარდით გამდიდრდა. „ეს იყო შთამბეჭდავი წელი მასკისთვის, რომელიც ნოემბერში გახდა პირველი ადამიანი, რომლის ქონებამაც $300 მილიარდი შეადგინა“, - წერს გამოცემა.
რეიტინგში მასკს მოჰყვებიან Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და Microsoft-ის თანადამფუძნებელი ბილ გეითსი.
ბეზოსის ქონება ახლა $151 მილიარდია, რაც $50 მილიარდით ნაკლებია გასულ წელთან შედარებით. ბეზოსის ქონება მეოთხედით შემცირდა Amazon-ის აქციების ფასის 20%-ზე მეტი დაცემის გამო.
რეიტინგში მესამე ადგილი ბილ გეითსს ეკუთვნის, რომლის ქონება $106 მილიარდად არის შეფასებული.
ხუთეულში ასევე შედის Oracle-ის თანადამფუძნებელი ლარი ელისონი $101 მილიარდით და ცნობილი მეწარმე და ინვესტორი უორენ ბაფეტი $97 მილიარდით.