აშშ-ის ხელისუფლებამ რუსი „ფოლადის“ მაგნატი ოლეგ დერიპასკა და მისი თანამოაზრეები, ვაშინგტონის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევაში დაადანაშაულა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ხუთშაბათს გამოაქვეყნა საბრალდებო დასკვნა, რომელშიც დერიპასკას და მის ორ თანამზრახველს - აშშ-ის მოქალაქე ოლგა შრიკის და რუსეთის მოქალაქე ნატალია ბარდაკოვას - ოლიგარქისა და მისი კერძო საინვესტიციო ფირმის Basic Element-ის მიმართ დაწესებული აშშ-ს სანქციების დარღვევაში ადანაშაულებენ.
ეკატერინა ვორონინას, დერიპასკას შეყვარებულს, ბრალი დასდეს აშშ-ს ხელისუფლებისთვის ცრუ ჩვენებაში, როდესაც ცდილობდა ქვეყანაში ბავშვის გაჩენას.
„რუსეთის უსამართლო და არაპროვოცირებული შეჭრის შემდეგ უკრაინაში, მე დავპირდი ამერიკელ ხალხს, რომ იუსტიციის დეპარტამენტი იმუშავებდა, რათა პასუხისგებაში მისცეს ისინი, ვინც არღვევს ჩვენს კანონებს და ემუქრება ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას“, - განაცხადა ხუთშაბათს აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდიმ.
„დღევანდელი ბრალდებები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ“, -აღნიშნა პროკურორმა.
დერიპასკა, 23 სხვა რუსი ოლიგარქი და მთავრობის წარმომადგენელი 2018 წლის აპრილში, 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმში შეჭრისა და 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამო აშშ-ში ყველაზე მკაცრი ზომების წინაშე აღმოჩდნენ.