ვარშავამ რუსული კომპანია „გაზპრომ ექსპორტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ დასავლური მედია პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
სამინისტრომ განაცხადა, რომ კომპანიის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს. ასევე პოლონეთი „გაზპრომ ექსპორტის“ ფინანსურ და ეკონომიკურ აქტივებზე წვდომაზე უარს აცხადებს.
მაისის ბოლოდან პოლონეთს, ბულგარეთს, ფინეთსა და ნიდერლანდებს, ახალი გადახდის სისტემის მიღებაზე უარის გამო (რუბლებში გადახდა), რუსული გაზი აღარ მიეწოდებათ.