თურქეთმა და რუსეთმა ერდოღანისა და პუტინის სატელეფონო საუბრის სხვადასხვა ვერსიები გაავრცელეს. ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური წერს.
BBC-ის ცნობით, ერდოღანისა და პუტინის სატელეფონო საუბრის ანკარის ვერსიაში ნათქვამია, რომ ერდოღანმა კომენტარი გააკეთა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რეფერენდუმებზე, რასაც თურქეთი ეწინააღმდეგება, ხოლო კრემლის ვერსიაში ეს არ იყო ნახსენები. იქ ნათქვამია, რომ პუტინის თქმით, „რეფერენდუმი“ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ჩატარდა.
ამასთან, თურქული მხარის მიერ გავრცელებული ვერსიის თანახმად, „ერდოღანმა პუტინს მოუწოდა, უკრაინის სამხრეთ პორტების გავლით მარცვლეულით ვაჭრობის შესახებ მიღწეული შეთანხმება გააგრძელოს, რომელიც თურქეთის შუამავლობით დაიდო და ნოემბერში იწურება“, - წერს მედია.