აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ჟენევაში დაგეგმილ შეხვედრაზე, ინფორმაციას ადასტურებს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ლეილა აბდულაევამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის შეხვედრა, ჟენევაში 2 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
13 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო.
13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.
ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე