ლიზ ტრასი: პუტინს არ უნდა მიეცეს უფლება, შეცვალოს საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა ვლადიმერ პუტინი, დღეს უკრაინის ოთხი ოკუპირებული ტერიტორიის ოფიციალური ანექსიის წინ, საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა. 

ტრასმა რუსეთის პრეზიდენტი „უკრაინელი ხალხის სიცოცხლის აშკარა უგულებელყოფისთვის“ გააკრიტიკა. 

„დიდი ბრიტანეთი არასოდეს უგულებელყოფს ამ ხალხის სუვერენულ ნებას და ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებს, როგორც სხვა რამეს, გარდა უკრაინის ტერიტორიისა. პუტინს არ უნდა მიეცეს უფლება, შეცვალოს საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით. უზრუნველყოფთ, რომ მან წააგოს ეს უკანონო ომი“, - აღნიშნა ტრასმა. 

დღეს კრემლში, უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ოფიციალურად გაფორმება იგეგმება. (რომელთაგანც, რუსული ჯარი სრულად ვერცერთ ვერ აკონტროლებს). მოსალოდნელია პუტინის გამოსვლა, საღამოს კი კონცერტი წითელ მოედანზე.

რუსეთის პარლამენტში ანექსიის კენჭისყრა მომავალ კვირას გაიმართება, რის შემდეგაც პუტინი ოკუპირებული ტერიტორიების „მიმაგრებას“ რუსეთის კონსტიტუციაში გააფორმებს.

რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები 28 სექტემბერს გამოაცხადეს.

უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა.  მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.