ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობამ ვალის აღება 700 მლნ ლარზე მეტით შეამცირა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ ვალის აღება 700 მლნ ლარზე მეტით შეამცირა.

„რა მოიტანა მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა, ამის თაობაზე ძალიან ბევრი მოქალაქე შეიძლება კითხულობდეს. ამან მოიტანა ის, რომ მეტი შემოსავალი გაჩნდა ბიუჯეტში. ამ მეტი შემოსავლით ჩვენ შევძელით ძალიან ბევრი კარგი ახალი წამოწყების დაფინანსება, ახალი პროგრამების დაფინანსება. 700 მლნ ლარზე მეტით შევამცირეთ ვალის აღება, ეს არის რეალური, ის რაც ჩვენ შევძელით. მინდა ვთქვა, რომ ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტით შევამცირეთ მშპ-ს 3,2%-მდე, ხოლო მთავრობის ვალი მშპ-ს 40%-მდე ჩამოვწიეთ. სულ რაღაც 2 წლის წინ იყო 60%-მდე მთავრობის ვალი მშპ-სთან მიმართებით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, ღარიბაშვილის განცხადებებით, საქართველოს მოქალაქეებს, პენსიები გაეზრდებათ.

"70 წლის ასაკის და მეტი წლის პენსიონერების პენსია მაღალმთიან დასახლებებში 440 ლარამდე გახდება. სხვაგან კი, 365 ლარი იქნება. 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 300 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში, 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 335 ლარი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.