სახალხო დამცველი პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს

ციხეებში, შენარჩუნებულია, პატიმრების სრული გაშიშვლებისა და ბუქნების გაკეთების პრაქტიკა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომაჯრიამ პარლამენტიში განაცხადა.

ლომჯარიას თქმით, არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოვლინდა შსს-ში, თავდაცვის სამინისტროში და ფსიქიატრიულშიც.

„პენიტენციური დაწესებულებების უმთავრესი პრობლემა არაფორმალური მმართველობაა, რომელიც პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვასა და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

პრობლემაა ასევე, პატიმრების დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე, დასჯის მიზნით, ხანგრძლივად განთავსება. კვლავ შენარჩუნებულია შემოწმების მიზნით, პატიმრების სრული გაშიშვლებისა და ბუქნების გაკეთების პრაქტიკა.

პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება არ ეფუძნება ლოგიკას და კანონის მოთხოვნებს. წლიდან წლამდე მცირდება პირობით ვადამდე გათავისუფლებულთა რაოდენობა", - განაცხადა ლომჯარიამ.


ცნობისთვის, 2017 წლის, 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა.  მოქმედ ომბუდსმენს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.

ლომჯარია 2016 წლის 4 ნოემბრიდან, 11 თვის განმავლობაში, გენერალური აუდიტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე იგი არასამთავრობო ორგანიზაციას - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა.